რეალთან მარცხის შემთხვევაში, პსჟ პოჩეტინოს გაუშვებს?
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს სეზონის ბოლოს კლუბიდან გაშვებას განიხილავს. 49 წლის მწვრთნელით პარიზულ გუნდში ყველა კმაყოფილი არ არის.
კერძოდ, მას არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან. გასულ ზაფხულს არგენტინელმა ლეონარდოს გუნდის გასუფთავება და ახალწვეულების საკვანძო პოზიციებზე მოწვევა სთხოვა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ლიონელ მესის, სერხიო რამოსისა და ჯანლუიჯი დონარუმას მოწვევა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობის ინიციატივა იყო და არა მწვრთნელის. მას სეზონი თითქმის 30 მოთამაშით უნდა დაეწყო.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პოჩეტინოს სურდა ნახევარმცველ ტანგი ნდომბელეთი გაეძლიერებინა შუახაზი, რაზეც ლეონარდომ მწვრთნელს განუცხადა, რომ კლუბი "ტოტენჰემის" ნახევარმცველის ყიდვას ერთი პარიზელი ჰავბეკის წასვლის შემთხვევაში შეძლებდა.
ეს არ მომხდარა, ნდომბელე "ლიონს" შეუერთდა. "პსჟ"-ს შედეგები ასევე არ ახარებს კლუბის ხელმძღვანელებს. ჩემპიონატში გუნდი სოლიდური უპირატესობით ლიდერობს, თუმცა ეროვნული თასიდან უკვე მერვედფინალში გამოვარდა.