ავტორიზაცია

"ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი მამარდაშვილია, თუმცა ეს ფაქტი უფრო ცუდია, ვიდრე კარგი", - ესპანური პრესა

"ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი მამარდაშვილია, თუმცა ეს ფაქტი უფრო ცუდია, ვიდრე კარგი", - ესპანური პრესა
თარიღი 14 Feb 2022, 20:52

ავტორიტეტულმა AS-მა "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ესპანურმა გამოცემამ გამოარჩია ახალგაზრდა ქართველი გოლკიპერის კარგი თამაში:

"მამარდაშვილის თამაში ნამდვილად აღსანიშნავია. ლუმის წინააღმდეგ კარგი სეივი ჰქონდა. ესკალანტეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა, მაგრამ მამადუ იმ წამსვე იქ გაჩნდა და გიორგიმ ვალენსიას გადარჩენა ვერ მოასწრო.

ნახევარი საათის შემდეგ, დუარტესაც აჯობა. ალავესს მეორე ტაიმში პენალტის გარდა კარში აღარ დაურტყამს და ხიფათი აღარ შეუქმნია. ამის მიუხედავად, გუნდმა მაინც წააგო", - წერს AS-ი.

Plazadeportiva-მ კი "ღამურების" რიგებში საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ კარის დარაჯი დაასახელა: "სამწუხაროა, რომ ალავესთან შეხვედრაში ვალენსიას საუკეთესო მოთამაშე "მამარდა" გახლდათ.

გაშვებული გოლებისას მას არაფრის გაკეთება შეეძლო და რამდენიმე კარგი სეივი შემოგვთავაზა", - წერს კიდევ ერთი ესპანური გამოცემა 21-წლის მეკარის შესახებ.