ავტორიზაცია

"კვარაცხელიამ კეინს უნდა ჰკითხოს, თუ რას ნიშნავს იმედგაცრუება ჩაშლილი ტრანსფერის გამო", - ინგლისური პრესა

"კვარაცხელიამ კეინს უნდა ჰკითხოს, თუ რას ნიშნავს იმედგაცრუება ჩაშლილი ტრანსფერის გამო", - ინგლისური პრესა
თარიღი 14 Feb 2022, 23:04

HITC-მ ყაზანის "რუბინის" გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სტატია მიუძღვნა. ინგლისურმა გამოცემამ გაიხსენა, თუ როგორ უკავშირებდნენ პრემიერ ლიგის კლუბებს ქართველის სახელს.

"რუბინის სპორტულ დირექტორს, იაროვინსკის შეუძლია გაიგოს, რატომ იყო კვარაცხელია იმედგაცრუებული ტოტენჰემთან და ლიდსთან ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ.

ზაფხულში ყველა ფეხბურთელს აქვს მოლოდინი, რამაც შესაძლოა, მათზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ამის შესახებ კეინს ჰკითხეთ. ევერტონის ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ კლუბს მის მიმართ ინტერესი ნამდვილად გააჩნდა.

დეკემბერში კვლავ დაიწერა, რომ ხვიჩათი ლივერპულელები და საუთჰემპტონი ინტერესდებოდნენ, თუმცა ორი თვის შემდეგ, ვხედავთ, რომ ის კვლავ რუსეთში თამაშობს.

ქართველი გარემარბი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი იყო და მას ფორმის დაბრუნება სჭირება იმისთვის, რომ თავისი ამჟამინდელი გუნდის მოთამაშე 2023 წელსაც არ იყოს", - წერს HITC-ი.