მამარდაშვილი ბარსელონას წინააღმდეგ - ქართველი მეკარის მოედანზე გამოჩენის ალბათობა ძალიან დიდია!
ჟურნალისტ პედრო მორატას მტკიცებით, "ვალენსიას" მეკარე, იასპერ სილესენი კვლავ ლაზარეთში დარჩება, რას ნიშნავს იმას, რომ გიორგი მამარდაშვილის მოედანზე ხილვის ბედნიერება კვლავ გვექნება.
საქმე ისაა, რომ ნიდერლანდელ გოლკიპერს წვივის კუნთში სისხლის შენადედი განუვითარდა, რის შედეგადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. "ღამურების" კარის დარაჯს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
32-წლის მეკარე გამოტოვებს "ბარსელონას" წინააღმდეგ დაგეგმილ დაპირისპირებას, რომელიც გაიმართება 20 თებერვალს, "მურსელაგოსის" კარში კი ქართველი ან ხაუმე დომენეკი იდგება.
იმის გათვალისწინებით, რომ "ლოს ჩეს" ახალგაზრდა გოლკიპერი უკანასკნელ შეხვედრებში ნდობას ამართლებს, რასაც ვერ ვიტყვით ესპანელ კარის დარაჯზე, კატალონიელების წინააღმდეგ სწორედ პირველი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ "მესტალიელთა" უკანასკნელ სამ შეხვედრაში კარში სწორედ 21-წლის მეკარე დგას, რომელიც რამდენიმე ესპანური წყაროს მტკიცებით, ამ დროისთვის გუნდის საუკეთესო მოთამაშეა.