ავტორიზაცია

ესპანური პრესა მამარდაშვილის შესახებ: "ძალიან დაბალი ხელფასის მქონე მეკარე, სასტარტოში დამკვიდრების შანსით"

ესპანური პრესა მამარდაშვილის შესახებ: "ძალიან დაბალი ხელფასის მქონე მეკარე, სასტარტოში დამკვიდრების შანსით"
თარიღი 16 Feb 2022, 11:33

Eldesmarque "ვალენსიას" მეკარეების შესახებ წერს და არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გუნდის ძირითად გოლკიპერად მოგვევლინება გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც ახლა ძალიან დაბალი ხელფასი აქვს.

"სილესენსა და დომენეკს კონტრაქტები 2023 წელს უმთავრდებათ. ამიტომ, მათ მიმართ გადაწყვეტილება უკვე ახლავეა მისაღები. ზაფხულში ისინი გაახანგრძლივებენ ხელშეკრულებებს, ან წავლენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალენსია ერთ ევროსაც ვერ მიიღებს. ამ შემთხვევაში შანსი მამარდაშვილსა და რივეროს მიეცემათ. გიორგი მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოიყვანეს.

მისი კონტრაქტი მხოლოდ ნახევარ მილიონ ევროდ გამოისყიდეს. ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და შესაძლოა, მომავალ ოთხ სეზონში ქართველი კარის დარაჯი "ღამურების" ძირითადი კიპერი გახდეს", - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ "მურსელაგოსის" უკანასკნელ სამ შეხვედრაში კარი სწორედ თბილისის "დინამოს" ყოფილმა კარის დარაჯმა დაიცვა. 21-წლის მეკარე დიდი ალბათობით "ბარსასთან" მატჩშიც ძირითადში იქნება.