ავტორიზაცია

კვიპროსული პრესა მოახლოებულ ქართულ დერბიზე: "ქეცბაიამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს"

კვიპროსული პრესა მოახლოებულ ქართულ დერბიზე: "ქეცბაიამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს"
თარიღი 16 თებ 2022, 12:33

ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ჩვენი დროით 20:00 საათზე, "აპოელი" "ანორთოსისს" მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ნიქოზიაში თამაშობენ თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი.

ფამაგუსტელთა მთავარი მწვრთნელი კი თემურ ქეცბაიაა, რომლის გუნდის კარს გიორგი ლორია იცავს. აქვე დავამატებთ, რომ "ლურჯ-ყვითლების" ქართული ტრიო იქამდე სწორედ "ანორთოსისში" თამაშობდა.

Tothemaonline მოახლოებული დაპირისპირების შესახებ წერს შემდეგს - "აპოელმა პლეი-ოფში ყოფნა უკვე უზრუნველყო და ახლა შემდეგი მიზანი უფრო მაღალ საფეხურზე ასვლაა.

უახლოეს მოწინააღმდეგესთან და აპოლონთან გასვლითი შეხვედრები ანორთოსისისთვის დიდი გამოწვევაა. თუ მაქსიმუმს მიაღწევენ, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის ზონას მიუახლოვდებიან.

მატჩისწინა ვარჯიშის ტემპი "ექვსქულიანი" მატჩისთვის საკმაოდ ნელია - ქეცბაიამ ძალიან კარგად იცის, ასეთი ბრძოლებიდან შედეგი როგორ მიიღოს. გუნდმა ბოლომდე თამაშისა და გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა გამოავლინოს", - წერენ კვიპროსელები.