ვინ ითამაშებს ტორპედოში 10 ნომრით? - ქუთაისელთა ფეხბურთელებმა ნომრები გაინაწილეს
ახალი სეზონისთვის ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებმა სათამაშო ნომრები აირჩიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისელთა ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. საინტერესოა, რომ ლევან მჭედლიძე 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო 10-ნომრიანი მაისური ახალწვეულმა გიორგი პაპუნაშვილმა აირჩია, თუმცა აქვეა გიორგი არაბიძეც.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე 10-ნომრიანი მაისურის გამო გიორგი ჩაკვეტაძეს და გიორგი არაბიძეს მცირე დაძაბულობა ჰქონდათ. როგორც ჩანს, ახლა სათამაშო ნომერს გიორგი არაბიძისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს და მან 17 ნომერი აირჩია.
ქუთაისის ტორპედო 2022 წლის სეზონს 26 თებერვალს დინამო თბილისის წინააღმდეგ დაიწყებს.