"სილესენის არყოფნაში, მამარდაშვილმა დომენეკი სკამზე გადასვა", - ესპანური პრესა ვალენსიას მეკარეებზე წერს
დაახლოებით ერთი თვე იასპერ სილესენი "ვალენსიას" ვერ დაეხმარება. აღნიშნული გარემოება გიორგი მამარდაშვილისთვის საკუთარი ძალების წარმოჩენის კარგი შანსია.
ქართველი მეკარე ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში ბოლო სამ შეხვედრაში გამოჩნდა და მის თამაშს ლა ლიგის მომავალ ტურში, "ბარსელონას" წინააღმდეგაც ელიან.
MSN.Com-ის მტკიცებით, "მურსელაგოსის" კარს კატალონიელების წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებაში დაიცავს სწორედ თბილისის "დინამოს" ყოფილი კიპერი და არა ხაუმე დომენეკი.
"სილესენი ვალენსიას პირველი მეკარეა. ბორდალასისთვის კი მისი ტრავმა უსიამოვნოა. ამ ყველაფრით მამარდაშვილი სარგებლობს და მომავალ შეხვედრებში სწორედ ის დაიცავს გუნდის კარს.
გიორგიმ დომენეკი სათადარიგოთა სკამზე გადასვა", - წერს ესპანური გამოცემა "ლოს ჩესში" არსებული კარის დარაჯების იერარქიის შესახებ. როგორც ვხედავთ, 21-წლის მეკარის "ბლაუგრანასთან" თამაშის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
იმის გათვალისწინებით, რომ "მესტალიელებმა" ნიდერლანდელი გოლკიპერი დაკარგეს მინიმუმ ერთი თვით, გუნდის 28-ე ნომერს თავის გამოჩენის შანსი მომავალშიც ექნება.