ავტორიზაცია

კარიერის განახლების მცდელობა, რომელმაც მხოლოდ 24 საათს გასტანა - ადრიანო და მისი ლიგა 2-ში ჩაშლილი ტრანსფერი

კარიერის განახლების მცდელობა, რომელმაც მხოლოდ 24 საათს გასტანა - ადრიანო და მისი ლიგა 2-ში ჩაშლილი ტრანსფერი
თარიღი 17 თებ 2022, 13:22

2014 წლის შემოდგომაზე მეორე დივიზიონში გავარდნილ "ლე ავრს" პოტენციური მყიდველი, კრისტოფ მაიოლი ჰყავდა. მას უკვე 3 წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა "ნანტის", "გრენობლისა" და "ნიმის" ყიდვის საკითხში.

ამიტომ, მისი სიტყვების არავის სჯეროდა. როდესაც ის შეპირდა გულშემატკივრებს ბრაზილიელი ადრიანოს ლიგა 2-ში მოყვანას, როგორც კი ის "ლე ავრის" პრეზიდენტი გახდებოდა, მედია და ქომაგები სიცილს ვერ იკავებდნენ.

იმ დღეს "ლე ავრი" თამაშობდა "არლ-ავინიონთან", რომლისთვისაც მაშინ ტეჯი სავანიე თამაშობდა და ადრიანო გახდა ბურთზე პირველი სიმბოლური დარტყმის ავტორი.

ბრაზილიელმა ხელი მოაწერა ავტოგრაფებს, გაიღიმა, ის მიესალმა მომავალ თანაგუნდელებს, ასევე დაათვალიერა საფრანგეთის უძველესი კლუბის ინფრასტრუქტურა.

მას სასტუმრო დე სიტიში მეფესავით დახვდნენ და მან თავად გამოაცხადა: "ლე ავრი იდეალური ადგილია საფეხბურთო კარიერის გასაგრძელებლად". სამწუხაროდ, იმპერატორმა ვერ შეძლო ამ ოცნების ასრულება.

ეს იყო ისტორია, რომელმაც ერთი რამ დაადასტურა: სიყვარული ხანდახან 24 საათს გრძელდება. ეს ტრანსფერი უნდა მომხდარიყო ერთადერთი პირობით: მაილოლის მოსვლით ლე ავრის მფლობელად, რაც არასდროს მომხდარა.

იანვრის ბოლოს, მოქმედმა პრეზიდენტმა ჟან-პიერ ლუველმა გადაწყვიტა დაეტოვებინა პროექტი და ეძია ახალი ინვესტორები, ხოლო კლუბის დაგეგმილი ახალი ვარსკვლავი ადრიანო დააკავეს რიო-დე-ჟანეიროში ორგიის მოწყობისთვის.

ბედი ზოგჯერ სასტიკად გვეხუმრება. სამი წლის შემდეგ, ტიერი გუდემ, მწვრთნელი, რომელიც გუნდს ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ, უნდა ემუშავა ამ ამბავს ასე გამოეხმაურა:

"ადრიანო? მე არ მინახავს იგი. ეს ყველაფერი გააკეთა ხელმძღვანელობამ. კლუბის გამოსყიდვა იყო საჭირო, მაგრამ შემდგომში გაყიდვის დასრულებამდე ადრიანომ ვერ მოაწერა ხელი კონტრაქტს.

როდის შევწყვიტე ამ ტრანსფერის რწმენა? იანვრის ბოლოს, როცა კლუბი არ მიყიდეს ბატონ მაილოს, პროცესი შეჩერდა", - იხსენებს ფრანგი მწვრთნელი ადრიანოს არშემდგარ ტრანსფერს.