"ვამაყობ ჩემი კუნთიანი ფეხბურთელებით" - ქეცბაიას გუნდმა ქართველების აპოელს მოუგო
კვიპროსის ჩემპიონატის გადადებული, მე-16 ტურის მატჩში აპოელი საკუთარ მოედანზე ანორთოსისთან 0-2 დამარცხდა.
მასპინძელთა შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშეს გიორგი ქვილითაიამ და მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილი თამაშში ცვლილებიდან ჩაერთო, ხოლო ქეცბაიას გუნდში გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.
"ვულოცავ ანორთოსისით. ვამაყობ ჩემი კუნთიანი ფეხბურთელებით. ფეხბურთელებმა 100%-ით შეასრულეს ჩემს მიერ მიცემული დავალებები. აპოელი დიდი გუნდია, მათგან ზეწოლა დიდი იყო და კარგად გავართვით თავი. ანორთოსისი ბოლომდე იქნება საჩემპიონო რბოლაში," - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
კვიპროსის ჩემპიონატის 21 ტურის შემდეგ ანორთოსისს სატურნირო ცხრილში 37 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.