VIDEO: წლის პირველი გოლი - კვარაცხელიამ მოსკოვის დინამოს გაუტანა
შუასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ყაზანის რუბინი თურქეთში მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელია დასაწყისიდან სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა 27-ე წუთზე თამაშში ჩაერთო, 70-ე წუთზე კი გამათანაბრებელი და 2022 წლის პირველი გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ხვიჩამ საწყისი 2 შეკრება გამოტოვა და საქმეში მე-3 შეკრებიდან ჩაერთო. მიმდინარე წელს ეს მისი მხოლოდ მესამე მატჩი იყო.