ავტორიზაცია

"შახტარში ჩემი კონკურენტი დუგლას კოშტა იყო, ტრავმიანობა რუსეთში დამეწყო", - ოქრიაშვილი განვლილ კარიერაზე

"შახტარში ჩემი კონკურენტი დუგლას კოშტა იყო, ტრავმიანობა რუსეთში დამეწყო", - ოქრიაშვილი განვლილ კარიერაზე
თარიღი 19 თებ 2022, 11:03

ნიქოზიას "აპოელის" თავდამსხმელმა, თორნიკე ოქრიაშვილმა თავისი კლუბის Youtube-არხთან საუბარში თავისი კარიერა გაიხსენა. ქართველი ფორვარდი არაერთ საინტერესო საკითხს შეეხო.

"შახტარმა მილიონ ევროდ მიყიდა. გაგრას დონის პატარა ქართული კლუბისთვის ძალიან დიდი თანხა იყო. იმ კლუბში ოთხი წელი ვიყავი, ორი წელი იჯარით სხვაგან.

დონეცკში თამაში ძალიან რთულია, ჩემი კონკურენტი კოშტა იყო. იქ ბევრი ვისწავლე, თუმცა დონბასელთა პირველ გუნდში თამაში ძალიან რთული გახლდათ, 5-6 ბრაზილიელი ყოველთვის თამაშობდა.

ლუჩესკუ მათი ''მამა'' იყო. რაც შეეხება ესქიშეჰირში თამაშს, ძალიან მაღალი ხელფასი დამინიშნეს, თუმცა ექვსი წელი გავიდა და ხურდაც არ ამიღია. იქ ექვსი თვე გავატარე.

ეს იყო კატასტროფული პერიოდი. ტრავმების ეპიდემია დამეწყო კრასნოდარში, სადაც თამაშის დროს სამი ოპერაცია გავიკეთე. რაც შეეხება ჩემს საყვარელ მოთამაშეს:

მომწონს მესი და რონალდუ, თუმცა ჩემი ფავორიტი რონალდინიოა", - განაცხადა კვიპროსული გუნდის შემტევმა. შეგახსენებთ, რომ 30-წლის შემსრულებელი "ლურჯ-ყვითლებში" "ანორთოსისიდან" გადავიდა.