პირველი ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში - ობამეიანგის ისტორიული მიღწევა
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ისტორიული მიღწევა დაამყარა.
Squawka-ს ინფორმაციით, გაბონელი შემტევი 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ-ტრიკის გაფორმება საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში და ესპანეთში მოახერხა.
თავდაპირველად, 32 წლის ფეხბურთელმა დუბლი მიითვალა, თუმცა მოგვიანებით, პედრის მიერ გატანილი გოლიც რიკოშეტის გამო მასზე ჩაწერეს.
ინგლისში ობამეიანგს ჰეთ-ტრიკი „არსენალის“ მაისურით აქვს გატანილი, გერმანიაში - „დორტმუნდის“, საფრანგეთში კი „სენტ-ეტიენის“.
შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკი „ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ რაც „არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა.