მოკითხვა სერია ბ-ში გაშვებულ იუვენტუსს და მოსყიდულ მსაჯებს - მწარე სიმართლე მოურინიოს გაძევების მიღმა
ჟოზე მოურინიო აგრძელებს ომს მსაჯებთან სერია A-ში. ამჯერად "რომას" მწვრთნელს არ მოეწონა არბიტრ ლუკა პირეტოს მუშაობა "ვერონასთან" თამაშში. შუალედში ჟოზემ ლუკას უჩვენა ჟესტი, რომელიც აშკარად სატელეფონო ზარის იმიტაციას ახდენდა.
ამისთვის მოურინიომ გაძევება მიიღო. რატომ აჩვენა ჟოზემ ტელეფონის იმიტაცია? კომენტარები არ ყოფილა, მაგრამ სოციალურმა მედიამ, როგორც ჩანს, მინიშნება გაშიფრა.
პირეტოს მამა ყოფილი მსაჯია, რომელიც კალჩოპოლიში იყო გარეული. პიერლუიჯი პირეტო 2006 წელს ჩამოშორდა მსაჯობას, მაგრამ ის მუშაობდა უეფას მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ.
გამოძიებამ აჩვენა, რომ პაირეტოს რეგულარულად უკავშირდებოდა "იუვენტუსის" ყოფილი სპორტული დირექტორი, ლუჩანო მოჯი. ერთ-ერთი ვერსიით, ის ეხმარებოდა მას სასურველი მსაჯების დანიშნვაში.
მეორე ვერსიით, მსაჯების დანიშნვის საკითხში ის მრჩეველის როლში იყო. პიერლუიჯიმ იმ პერიოდში 3.5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ფეხბურთს ჩამოშორდა. ეს კი მოურინიოს სკანდალური ჟესტი:
"CR7-ის შემდეგ, DV7-ის დრო დგება", - იუვენტუსის ლეგენდა ვლაჰოვიჩის შესახებ