ავტორიზაცია

რა ხდება დიბალას გარშემო და არსებობს თუ არა იუვენტუსში დარჩენის შანსი?

რა ხდება დიბალას გარშემო და არსებობს თუ არა იუვენტუსში დარჩენის შანსი?
თარიღი 21 თებ 2022, 13:33

"იუვენტუსი" აგრძელებს მოლაპარაკებებს თავდამსხმელ, პაულო დიბალასთან ხელშეკრულების გასაგრძელებლად. თავდაპირველად ტურინული კლუბი მზად იყო არგენტინელს 8 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი და სხვადასხვა პრემია შეეთავაზებინა.

მოგვიანებით ახალი კონტრაქტის პირობები ს განხილვა გადაიდო. მოლაპარაკებები შეჩერდა. ახლა "იუვენტუსი" კვლავ სთავაზობს დიბალას ზუსტად იგივე პირობებს.

ტურინულ გუნდს სურს, რომ ფეხბურთელის აგენტმა, ხორხე ანტუნმა უარი თქვას საკომისიოს უმეტეს ნაწილზე. არგენტინელ ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.

თუ ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, დიბალა "იუვეს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. შეგახსენებთ, არგენტინელი თავდამსხმელის სახელს მილანის "ინტერს" უკავშირებენ.