კარგი შანსი: გიორგი გაგუა ალავესის პირველ გუნდთან ერთად ავარჯიშეს
ლა ლიგის ალავესმა პირველი გუნდის სავარჯიშო პროცესზე დუბლშემადგენლობის ქართველი ფორვარდი გიორგი გაგუა გამოიძახა.
ამის შესახებ ინფორმაციას ალავესის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, სადაც ქართველი ფორვარდის სავარჯიშო პროცესის ფოტომასალაც გამოაქვეყნეს.
გიორგი გაგუა 2020 წლიდან ალავესის შემადგენლობაშია, ამხანაგურ მატჩებში პირველ გუნდთან ერთად გოლიც გაიტანა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.
25 ტურის შემდეგ ლა ლიგაში ალავესი რთულ მდგომარეობაშია. გაგუას გუნდი 20 ქულით მე-19 პოზიციაზეა.