ავტორიზაცია

დინამო კიევის და შახტარის ლეგიონერებმა თავიანთი ქვეყნების მთავრობას უკრაინიდან გაყვანის თხოვნით მიმართეს

დინამო კიევის და შახტარის ლეგიონერებმა თავიანთი ქვეყნების მთავრობას უკრაინიდან გაყვანის თხოვნით მიმართეს
თარიღი 24 თებ 2022, 21:25

"შახტარისა" და "დინამო კიევის" ლათინოამერიკელ ფეხბურთელებს უკრაინის დატოვება სურთ. უკრაინული კლუბების ფეხბურთელებმა ოჯახებთან ერთად ვიდეომესიჯი ჩაწერეს ბრაზილიის ხელისუფლებასთვის.

"შახტარის" ფორვარდის, დავიდ ნერეშის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ფეხბურთელები უკრაინიდან გაყვანას ითხოვენ. ვიდეოში მონაწილეობენ "შახტარის" ნახევარმცველები პედრინიო, მარკოს ანტონიო, მაიკონი, მცველები ვიტაო, დოდო, მარლონი და ფორვარდი ფერნანდო პედრო.

მათ შეუერთდნენ კიევის "დინამოში" მოთამაშე ურუგვაელი კარლოს დე პენა და ბრაზილიელი ვიტინიო ნაუმი. უკრაინის ჩემპიონატი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო შეჩერებულია.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეცოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ლეგიონერების შემდეგი ნაბიჯები ჯერჯერობით უცნობია.