ავტორიზაცია

მიულერი უკრაინის შესახებ: "არადა სულ რაღაც 3 თვის წინ კიევში ვთამაშობდით"

მიულერი უკრაინის შესახებ: "არადა სულ რაღაც 3 თვის წინ კიევში ვთამაშობდით"
თარიღი 25 თებ 2022, 11:56

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა უკრაინაში არსებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა. გერმანელმა ფორვარდმა გაიხსენა, სამი თვის წინანდელი მატჩი კიევში.

"სულ რაღაც სამი თვის წინ კიევში ვითამაშეთ. ჯერ კიდევ არ მჯერა, თუ რა ხდება", - წერს მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი საკუთარ ინსტაგრამზე ჰეშთეგით "შეაჩერე ომი".

მიულერი არ არის პირველი სპორტსმენი ევროპიდან, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და ომის შეჩერებას. აქამდე განცხადება გააკეთეს ჯორჯო კიელინიმ, მირალემ პიანიჩმა და სხვებმა.

გერმანელი შემტევი გულისხმობს 2021 წლის 21 ნოემბერს გამართულ შეხვედრას კიევის "დინამოსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, რომელიც გერმანელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.