ავტორიზაცია

დინამო თბილისმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა

დინამო თბილისმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა
თარიღი 25 თებ 2022, 12:13

თბილისის "დინამომ" უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. დედაქალაქურმა კლუბმა სოაციალურ ქსელში განათავსა ფოტო, რომელზეც გუნდის ფეხბურთელებს ხელში უკრაინის დროშა უკავიათ.

ასევე არის წარწერაც - "ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას". შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 თებერვალს "ლურჯ-თეთრები" ეროვნულ ლიგის პირველი ტურის ფარგლებში ქუთაისის "ტორპედოს" მიიღებენ.

შეხვედრა დაიწყება 19:00 საათზე. აქვე დავამატებთ, გასული სეზონი კახაბერ ცხადაძის გუნდმა დაასრულა ვიცე-ჩემპიონის რანგში, ანუ მეორე ადგილზე, ბათუმის "დინამოს" შემდეგ.