"ჩვენს შეთავაზებას დათანხმდნენ", - ცნობილია, თუ რომელ ქვეყანაში ჩაატარებს უკრაინის ნაკრები საშინაო მატჩებს
უკრაინის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო მატჩების გამართვას პოლონეთში შეძლებს.
ამის შესახებ პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, სეზარ კულეშამ განაცხადა.
"დღეს მე ვესაუბრე ჩემს ძვირფას მეგობარ ანდრეი პაველკოს, UAF-ის პრეზიდენტს. პოლონეთის საფეხბურთო კავშირის სახელით უკრაინის მატჩების ჩვენს ქვეყანაში ჩატარება შევთავაზე, თუ საჭირო გახდება".
"უკრაინულმა მხარემ ჩვენი შეთავაზება მიიღო", - წერს კულეშა სოციალურ ქსელში.
მოგეხსენებათ, აქამდე, უეფამ რუსულ და უკრაინულ კლუბებსა და ნაკრებებს ამ ორგანიზაციის ტურნირების ეგიდით გასამართი მატჩების ნეიტრალურ მოედანზე ჩატარებისკენ მოუწოდა.