ავტორიზაცია

კოუტინიო: "ბარსელონაში თამაშზე ვოცნებობდი და ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ"

კოუტინიო: "ბარსელონაში თამაშზე ვოცნებობდი და ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ"
თარიღი 26 თებ 2022, 18:34

"ასტონ ვილას" შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, რომლის სატრანსფერო უფლებებიც "ბარსელონას" ეკუთვნის, გაანცხადა, რომ კატალონიურ გრანდში გადასვლას არ ნანობს.

– ნანობთ "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" გადასვლას?

"არა. გარკვეულ მომენტებში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, ჩემი ერთ-ერთი დიდი სურვილი "ბარსელონაში" თამაში იყო და იმ მომენტში ეს გადაწყვეტილება მივიღე".

"მაგრამ ყოველთვის დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და მადლიერებით ვარ განწყობილი "ლივერპულის" მიმართ, კლუბში გატარებული მრავალი წლის მანძილზე მეგობრობისთვის. თუმცა, იმ მომენტში გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და ამას არ ვნანობ", - ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს ESPN-ი.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ბრაზილიელმა "ასტონ ვილას" მაისურით პრემიერ ლიგაში უკვე 5 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი ასისტიც მიითვალა.