მე-2 გამარჯვება! შოთა არველაძემ ჰალ სიტის ყოფილ მწვრთნელს მოუგო
ინგლისის პრემიერშიფის 35-ე ტურის მატჩში პიტერბორო საკუთარ მოედანზე ჰალ სიტისთან 0-3 დამარცხდა.
აღნიშნულ მატჩში პიტერბოროს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა დარენ ფერგიუსონს, რომელიც შოთა არველაძის გამო ჰალ სიტიდან გაათავისუფლეს. ქართველმა მწვრთნელმა მეტოქეს დუელი მოუგო.
შოთა არველაძე ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელად იანვრის ბოლოს დაინიშნა და მას შემდეგ მხოლოდ მეორედ მოიგო, წააგო 4 მატჩი და ორჯერ ფრედ ითამაშა.
35 ტურის შემდეგ ჰალ სიტის 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზეა.