არველაძე: "ღმერთმა დალოცოს უკრაინა. ვისურვებ, დაიბრუნონ მშვიდობა, რაც შეიძლება მალე"
"პიტერბროს" დამარცხების (3:0) შემდეგ, "ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ განცხადება გაავრცელა. ქართველი სპეციალისტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.
"ეს წარმოუდგენლად კარგი და მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მე მჯერა, რომ ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ჩემთვის სენსიტიურია ის, რაც ხდება უკრაინაში.
მინდა ვთქვა: ღმერთმა დალოცოს უკრაინა. ვისურვებ, დაიბრუნონ მშვიდობა, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა "ვეფხვების" მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ იორკშირულ გუნდში დანიშნვის შემდეგ, 48-წლის დამრიგებლის მონაგარი რვა შეხვედრაში შეადგენს ორ გამარჯევბას, ორ ფრესა და ოთხ მარცხს.
ჩემპიონშიფში ჩატარებული 35 ტურის შემდეგ, "შავ-ყვითლები" 37 ქულით არიან მე-18 ადგილზე. არველაძის გუნდს გასავარდნ ზონამდე ამ დროისთვის 14 ქულა აშორებს.