ავტორიზაცია

"შენგელია პატივისცემას ყოველთვის იმსახურებდა", - ცსკა-ს ყოფილი კალათბურთელი ქართველის შესახებ

"შენგელია პატივისცემას ყოველთვის იმსახურებდა", - ცსკა-ს ყოფილი კალათბურთელი ქართველის შესახებ
თარიღი 27 თებ 2022, 10:51

როგორც მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის "ცსკა" დატოვა. ქართველმა კალათბურთელმა "არმიელებთან" მოქმედი ხელშეკრულება გაწყვიტა ცალმხრივად.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა "წითლების" კიდევ ერთი ყოფილი კალათბურთელი, მაიკ ჯეიმსი, რომელიც 2021 წლამდე 30-წლის მცირე ფორვარდის თანაგუნდელი იყო.

"ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ყოველთვის უნდა ემსახურო იმას, რისიც გჯერა და დაგიფასდება. შენგელია ყოველთვის იმსახურებდა დიდ პატივისცემას", - წერს ამერიკელი თავის ინსტაგრამზე.

აღსანიშნავია, რომ "მონაკო ბასკეტის" გამთამაშებელმა მცველმა თავად დატოვა "ცსკა" გასულ წელს, მას შემდეგ, რაც მას ურთიერთობა აერია კლუბის ხელმძღვანელობასა და თანაგუნდელებთან.