ავტორიზაცია

"მიბაძე შენგელიას", - პრესა ცსკა-ს კალათბურთელს რუსულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტისკენ მოუწოდებს

"მიბაძე შენგელიას", - პრესა ცსკა-ს კალათბურთელს რუსულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტისკენ მოუწოდებს
თარიღი 27 თებ 2022, 11:48

როგორც მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის "ცსკა"-სთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა. ლიეტუვური პრესა იგივეს ითხოვს მარიუს გრიგონისისგან, რომელიც "არმიელთა" კალათბურთელად რჩება.

"საკალათბურთო სამყარო გულგრილი არ დარჩენილა იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც უკრაინაში ვითარდება, თუმცა, რუსული კლუბების კალათბურთელები ამ მხრივ ნაკლებად აქტიურობენ.

ამ ფონზე შენგელია ცსკა-ს პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც უკრაინელების მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატა. მან ფეისბუქის გვერდზე უკრაინის დროშა განათავსა და დაწერა, რომ ამ ქვეყნისთვის ლოცულობდა.

მალევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ თორნიკე ამ კლუბში თამაშს აღარ აპირებდა. ამ ფონზე არ სჩანს გრიგონისის რეაქცია, რომელიც ჯერაც მოსკოველთა კალათბურთელია.

საინტერესოა, რას აპირებს ის ან რას უცდიან სხვები, რომლებიც აგრესორი ქვეყნის კლუბების ღირსებას იცავენ", - Krepsinis.net-ი ლიეტუველი მცველის შესახებ, რომელიც "წითლებში" გასულ წელს გადავიდა.