ავტორიზაცია

გიორბელიძე: "დამეხმარა ის ფაქტი, რომ ესპანეთის, ნიდერლანდებისა და შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე"

გიორბელიძე: "დამეხმარა ის ფაქტი, რომ ესპანეთის, ნიდერლანდებისა და შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე"
თარიღი 27 თებ 2022, 13:18

ავტორიტეტულმა Bild-მა დრეზდენის "დინამოს" მარცხენა მცველს, გურამ გიორბელიძეს ინტერვიუ ჩამოართვა. ქართველმა განაპირა მცველმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა:

"საქართველოს ნაკრებში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და შვედეთის წინააღმდეგ, მრავალი ვარსკვლავის პირისპირ ვითამაშე. დიდი პატივისცემით მიუხედავად, არ მგონია, რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის რომელიმე კლუბი ამ ნაკრებებზე ძლიერი იყოს.

დინამოს ინტერესის შესახებ რომ გავიგე, გერმანიაში იაშვილს ველაპარაკე. ამ გადაწყვეტილებაში მხარი დამიჭირა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ყველაფრისთვის.

მოხარული ვარ, რომ ჰამბურგში ჩაკვეტაძე გადავიდა. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს, უნდა ვაღიარო რომ ძალიან მენატრება.

კარგი იქნებოდა, რომ ეს საოცრება დრეზდენშიც იყოს. როგორც ვიცი, სამწუხაროდ ჯერ არ არის", - განაცხადა საქსონელთა ვინგბექმა, რომელიც "ვოლფსბერგის" საკუთრებაში რჩება.