ტუხელი უკრაინაში დატრიალებული მოვლენების შესახებ: "ძალიან გთხოვთ, ნუ მეკითხებით"
ტომას ტუხელმა პრესკონფერენციაზე ემოციურად ისაუბრა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. ჟურნალისტმა "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს კითხვა დაუსვა, თუ რა როლს თამაშობს კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში.
გერმანელმა სპეციალისტმა შეაწყვეტინა მას: "არა, მისმინე, მისმინე, გაჩერდი! მე არ ვარ პოლიტიკოსი. საკმარისია, მართლა! მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის რაც უკვე ვთქვი.
საშინლად ვგრძნობ თავს, რადგან ომის განცდას არავის ვუსურვებ. ამაზე ლაპარაკითაც კი საშინლად ვგრძნობ თავს. ძალიან გამიმართლა, აქ მშვიდ გარემოში ვზივარ.
ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ თქვენ აღარ მეკითხებით. მე არ მაქვს პასუხი თქვენთვის", - თქვა ტუხელმა. შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის" მმართველობა კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს გადასცა.