ავტორიზაცია

"პუტინს ისტორიის წიგნებში მოხვედრა სურს? ეს არასდროს მოხდება", - ვორონინი

"პუტინს ისტორიის წიგნებში მოხვედრა სურს? ეს არასდროს მოხდება", - ვორონინი
თარიღი 01 მარ 2022, 19:31

ანდრეი ვორონინმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა: "ჩვენ გავფრინდით მოსკოვიდან მანამ, სანამ ფრენები არ გააუქმეს. ჩემები დიუსელდორფში ვერ დაეშვნენ, ამსტერდამში გაფრინდნენ.

მამაჩემს ახლახან გაუკეთდა ოპერაცია, დედამთილი, ცოლ-შვილი ახლა აქ არიან. ბავშვები მოსკოვის გერმანულ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ სკოლას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.

რა ამოძრავებს პუტინს? თვითონაც ესმის? შესაძლოა მას უბრალოდ ისტორიის წიგნებში მოხვედრა სურს, მაგრამ ის იქ არასოდეს იქნება. მადლობელი ვარ ბერლინელი ხალხის, ვინც ქუჩაში გამოვიდა.

მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას. რუსეთშიც ხალხი პუტინის წინააღმდეგია. მე ვიღებ შეტყობინებებს მთელი მსოფლიოდან, ყოფილი თანაგუნდელებისგან, სხვა სპორტსმენებისგან.

რუსებისგანაც, რომლებიც მწერენ: "ბოდიში, ეს ჩვენ არ ვართ". ახლა ზელენსკი ბრძოლის ცენტრშია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ის იმსახურებს უდიდეს პატივისცემას. წარსულს არ აქვს მნიშვნელობა. ქუდი მოვიხადე", - განაცხადა ვორონინმა.

პუტინს უმაღლესი ოლიმპიური ჯილდო ჩამოერთმევა - სპორტული სამყარო რუსეთს ბოიკოტს უცხადებს