ავტორიზაცია

კარიერის მატჩი: გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის თასის 1/2 ფინალში სასტარტო შემადგენლობაშია!

კარიერის მატჩი: გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის თასის 1/2 ფინალში სასტარტო შემადგენლობაშია!
თარიღი 02 მარ 2022, 23:38

ესპანური კოპა დელ რეის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ვალენსია საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკს მიიღებს.

მასპინძელთა კარს ბასკების წინააღმდეგ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომლისთვისაც ეს კარიერის მატჩია. ამაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 21 წლის კარის დარაჯს არასდროს უთამაშია.

პირველი მატჩი გუნდებს შორის ფრედ, 1-1 დასრულდა. აღნიშნულ დაპირისპირებაშიც "ვალენსიას" კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა.

შეხვედრა 3 მარტის დასაწყისში, ქართული დროით 00:30 საათზე დაიწყება.