დიდი ქამბექი: გიორგი ჩაკვეტაძის ჰამბურგი გერმანიის თასის 1/2 ფინალშია!
გერმანიის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე ჰამბურგი საკუთარ მოედანზე კარლსრუეს დაუპირისპირდა და 3-2 მოუგო.
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები 0-2 აგებდნენ პირველი ტაიმის შემდეგ, შესანიშნავი ქამბექი შემოგვთავაზეს. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ჰამბურგის პორტუგალიელმა მეკარემ მაგრად ითამაშა.
გერმანულ კარიერაში პირველად ჰამბურგის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც 52-ე წუთზე საგოლე პასიც გააკეთა.
6 მარტს გაირკვევა, თუ ვინ იქნება გერმანიის თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე ჰამბურგის მეტოქე.
გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგს 2022 წლის იანვარში ბელგიური გენტიდან მშრალი 6-თვიანი იჯარით შეუერთდა.