ავტორიზაცია

"მადრიდისტა ვარ, მაგრამ ეს უნდა ვაღიარო", - ხედირამ გასული დეკადის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"მადრიდისტა ვარ, მაგრამ ეს უნდა ვაღიარო", - ხედირამ გასული დეკადის საუკეთესო გუნდი დაასახელა
თარიღი 03 მარ 2022, 11:00

მადრიდის "რეალის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ გასული დეკადის საუკეთესო გუნდი დაასახელა. გერმანელი ექს-ჩამშლელისთვის ასეთი გუნდი "ბარსაა".

"თუნდაც, როგორც მადრიდელმა შემიძლია ვთქვა, რომ 2010-იანი წლების ბარსა საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს. რამდენიმე დიდებულ გუნდში მითამაშია.

საუკეთესო ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგაც მითამაშია არიან ხავი და ინიესტა. სამწუხაროა, რომ მათ არასდროს მოუგიათ ოქროს ბურთი. ბუსკეტსსაც გამოვარჩევდი.

მათ თამაშის მსვლელობისას არასდროს დაუკარგავთ ბურთი", - განაცხადა მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც ორი წლის წინ კარიერა დაასრულა.