ავტორიზაცია

"უახლოეს 7-10 დღეში რუსეთს ყველა ლეგიონერი დატოვებს", - ხორვატიის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენელი

"უახლოეს 7-10 დღეში რუსეთს ყველა ლეგიონერი დატოვებს", - ხორვატიის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენელი
თარიღი 03 მარ 2022, 14:34

ფიფამ და უეფამ შეიძლება დაუშვან უცხოელი ფეხბურთელების კონტრაქტების გაუქმება რუსულ კლუბებთან. ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მომდევნო 7-10 დღეში.

გადაწყვეტილების მიღება იგეგმება რაც შეიძლება მალე, რათა მოთამაშეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დატოვონ რუსეთი სტამბოლის ან ბელგრადის გავლით. ამ ქალაქების აეროპორტები ჯერ კიდევ ღიაა რუსული თვითმფრინავებისთვის.

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის პირველი და მეორე ლიგის თითქმის 150 მოთამაშე მიიღებს ასეთ შესაძლებლობას. ეს ფაქტი გამოწვეულია რუბლის გაუფასურებით.

ასევე იმით, რომ თითქმის ყველა რუსული კლუბი სახელმწიფოს საკუთრებაა", - ციტირებს Jutarnij List-ი ხორვატიის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ ლიგაში ამჟამად ირიცხება ექვსი ქართველი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია, გია გრიგალავა, ზურიკო დავითაშვილი, ჯემალ ტაბიძე, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე.