ავტორიზაცია

ანიელი: "სუპერლიგა არ ჩაფლავებულა, კლუბებმა კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია"

ანიელი: "სუპერლიგა არ ჩაფლავებულა, კლუბებმა კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია"
თარიღი 04 Mar 2022, 11:11

"იუვენტუსის" პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის ევროპის სუპერლიგის პროექტის ჯერ კიდევ სჯერა.

"სუპერლიგა არ ჩაფლავებულა. ჩემი აზრით, ევროპულ ფეხბურთს რეფორმები ძალიან სჭირდება. უეფამ იცოდა, რომ მე, როგორც "იუვენტუსის" პრეზიდენტი, სხვა რაღაცაზე ვმუშაობდი".

"სუპერლიგა 12 გუნდის კოლექტიური სამუშაოა და არა ერთი ადამიანის. 12 კლუბმა 120-გვერდიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის 11 კლუბისთვის ჯერ კიდევ ძალაშია".

"კომპრომისი ვარიანტი აღარ არის, უფრო ღრმა რეფორმები გვჭირდება. შეეფერება თუ არა ოპერატორ-მონოპოლისტი ისეთი ბიზნესის მართვას, როგორიც ფეხბურთია? ვფიქრობ, არა".

"ფეხბურთის მართვის სტრუქტურა მიზნების შესაფერისი არ არის. ალტერნატიულ პროდუქტებზე კი არ ვიფიქრებდი, არამედ იმაზე, თუ როგორ იმართება ეს სექტორი", - ციტირებს ანიელის სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

მოგეხსენებათ, სუპერლიგა 12 კლუბის მიერ დაფუძნდა - "რეალი", "იუვენტუსი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "ლივერპული", "ტოტენჰემი" და "არსენალი". ამჟამად პროექტში ოფიციალურად მხოლოდ პირველი სამი კლუბია დარჩენილი.