ავტორიზაცია

"ყველაფერი ჯერ მხოლოდ ჭორებია", - ფიფას რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატიდან ჯერ არ მოუკვეთავს?!

"ყველაფერი ჯერ მხოლოდ ჭორებია", - ფიფას რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატიდან ჯერ არ მოუკვეთავს?!
თარიღი 04 მარ 2022, 21:34

პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ მიუღია დასტური, რომ რუსეთთან გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩი ოფიციალურად გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, ფიფამ და უეფამ რუსეთი და ყველა რუსული კლუბი საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს.

„ფიფას რუსეთი - პოლონეთის მატჩზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. ამ საკითხზე ჯერ არანაირი საბუთი არ მიგვიღია.

ამ თემაზე ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც პრესაში ვრცელდება - მხოლოდ ჭორებია.“ - აღნიშნა პოლონეთის ნაკრების პრეს-ატაშემ იაკუბ კვიატკოვსკიმ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პოლონეთი პირველი ნაკრები იყო, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარი ღიად განაცხადა.