ჰოლანდის აგენტს ბარსელონა სურს, მამას კი - მადრიდის რეალი
ერლინგ ჰოლანდის მომავალი გაურკვეველი რჩება.
როგორც ჟურნალისტმა ხოსე ალვარესმა El Chiringuito TV-ს ეთერში განაცხადა, ფეხბურთელის აგენტს მინო რაიოლას სურს, რომ „ბორუსიას“ ფორვარდმა კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს.
თავის მხრივ, ერლინგის მამა, ალფ-ინგე ჰოლანდი პრიორიტეტს მადრიდის „რეალში“ გადასვლას ანიჭებს.
როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამბობს, ამ ეტაპზე ჰოლანდისთვის ბრძოლაში ფავორიტები „მან სიტი“ და „რეალი“ არიან.
ამ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა „დორტმუნდში“ 20 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 23 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.