ავტორიზაცია

VIDEO: საჩემპიონო სვლით! - დინამო ბათუმმა დინამო თბილისი გაანადგურა

თარიღი 04 მარ 2022, 22:59

ბათუმში, ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ადგილობრივმა "დინამომ" თბილისის "დინამოს" 3:0 გაანადგურა. 24-ე წუთზე მასპინძლები ფლამარიონის დუბლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში ფლამარიონის დიდებული გარღვევის შემდეგ, გოლი შეცვლაზე შესულმა ბიძინაშვილმა გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყდა. 3:0 აჭარლების სასარგებლოდ.