ვილი სანიოლი ბათუმის დინამოს და თბილისის დინამოს მატჩს დაესწრო

ეროვნული ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის დინამომ თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე 3-0 უშანსოდ დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო, რომელმაც მალე მარტის სანაკრებო თამაშებისთვის "ჯვაროსნების" სია უნდა დაასახელოს.
საქართველოს ნაკრები მარტში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს, ორივეს სტუმრად. 25 მარტს ბოსნიას, ხოლო 29 მარტს ალბანეთს შევხვდებით.