ავტორიზაცია

უკვე ტურინშია — დიბალას აგენტი იუვენტუსის ხელმძღვანელობას უახლოეს დღეებში შეხვდება

უკვე ტურინშია — დიბალას აგენტი იუვენტუსის ხელმძღვანელობას უახლოეს დღეებში შეხვდება
თარიღი 05 მარ 2022, 17:35

"იუვენტუსის" თავდამსხმელის, პაულო დიბალას აგენტი, ხორხე ანტუნი რამდენიმე საათის წინ ტურინში ჩავიდა.

უახლოეს დღეებში 28 წლის არგენტინელის წარმომადგენელი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს გამართავს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ცნობისთვის, დიბალას "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

აქამდე, ესპანურმა გამოცემა Diario Sport-მა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ პაულომ "იუვეს" დატოვება გადაწყვიტა და კარიერის გაგრძელება "ბარსელონაში" სურს.

მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად ტურინული გრანდის მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა.