ავტორიზაცია

სანე რუსული კლუბებისა და ეროვნული ნაკრების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთას ეხმაურება

სანე რუსული კლუბებისა და ეროვნული ნაკრების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთას ეხმაურება
თარიღი 06 მარ 2022, 19:54

"ბაიერნის" გარემარბი, ლეროი სანე საერთაშორისო ტურნირებიდან რუსული კლუბებისა და ეროვნული ნაკრების მოკვეთას გამოეხმაურა.

"კლუბები, გუნდები, ფეხბურთელები, რომლებიც ამ სანქციის ქვეშ მოყვნენ, სიტუაციაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ".

"მიუხედავად ამისა, ახლა რუსეთში ან რუსული გუნდების წინააღმდეგ მატჩის გამართვა ძნელი წარმოსადგენია. ამიტომაც, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის გასაგებია".

"მანჩესტერ სიტიში" ალექსანდრ ზინჩენკოსთან ერთად ვთამაშობდი, ჩემი ასაკის კარგ ბიჭთან. ვიმედოვნებ, მას და მის ოჯახს შექმნილ ვითარებაში ყველაფერი რიგზე აქვთ და რაც შეიძლება მალე კვლავ შეძლებენ მშვიდად ცხოვრებას", - ციტირებს სანეს სიტყვებს Bayern & Germany.

შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მე-11 დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.