ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
ავსტრიის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა პიტერ კაიზერმა ვოლფსბერგის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
დაჯილდოვება 7 მარტს, კიორნტენში შედგა. ფეხბურთელმა ეს ჯილდო გადარჩენილი სიცოცხლისთვის დაიმსახურა.
ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატის ტურში ვენის ავსტრიასა და ვოლფსბერგს შორის, დედაქალაქელთა ფეხბურთელი ჟულიენ ტეიგლს შეჯახების შემდეგ ეპილეფსიური შეტევა დაეწყო. მასთან პირველი ლუკა ლოჩოშვილი გაჩნდა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა.