ავტორიზაცია

VIDEO: საგოლე პასი გააკეთა და უკრაინას მხარი დაუჭირა - ლობჟანიძის კარგი მატჩი თურქეთში

თარიღი 08 მარ 2022, 13:50

თურქული სუპერლიგის 28-ე ტურში გაზიანთეპისა და ჰატაისპორის შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.

სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში ჰატაისპორის ქართველმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ, რომელმაც 30-ე წუთზე საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მატჩის დასრულების შემდეგ საბა ლობჟანიძემ უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძე შესანიშნავ ფორმაშია. 27 წლის ნახევარმცველს 30 მატჩში ჰატაისპორის მაისურით 6 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს.

თურქეთის ჩემპიონატის 28 ტურის შემდეგ ჰატაისპორს 43 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა.