პსჟ-ს ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგაც რეალს საპასუხო მატჩში თამაშის წესი არ დაურღვევია
"რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "პსჟ"-ს თავდამსხმელ ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაშის წესი არ დაურღვევიათ.
ასე და ამგვარად, პარიზელთა მხრიდან არგენტინელი ერთადერთია, ვისზეც მადრიდელები მთელი შეხვედრის მანძილზე ერთხელაც კი არ დაჯარიმებულან.
აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპეზე თამაშის წესი ორჯერ დაირღვა, ხოლო ნეიმარზე - 4-ჯერ.
მოგეხსენებათ, "რეალმა" "პსჟ"-ს ანგარიშით 3:1 მოუგო (3:2 - ორი მატჩის ჯამში) და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.