"პსჟ-მ თვითგანადგურების ღილაკს დააჭირა", - რიო ფერდინანდი რეალთან წაგებულ მატჩზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველის, რიო ფერდინანდის აზრით, "პსჟ"-ს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის თავიდან აცილება შეეძლო.
ვეტერანმა ინგლისელმა საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შედეგი შეაჯამა, რომელშიც პარიზული კლუბი "რეალთან" (1:3) დამარცხდა.
"პარიზმა თვითგანადგურების ღილაკს დააჭირა. დღეს გაშვებული გოლებიდან ორის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელი იყო", - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Marca.
მოგეხსენებათ, "პსჟ"-ს პირველი მატჩი 1:0 ჰქონდა მოგებული და საპასუხო შეხვედრასაც იგებდა, თუმცა მიყოლებით სამი ბურთი გაუშვა და ტურნირს გამოეთიშა.