დიდი ბრიტანეთის მთავრობა მზად არის აბრამოვიჩს ჩელსის გაყიდვის უფლება მისცეს, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით
დიდ ბრიტანეთს არ უნდა, რომ "ჩელსის" მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა კლუბის გაყიდვით ფული მიიღოს.
მოგეხსენებათ, რუს ბიზნესმენს დღეს სანქციები დაუწესეს, მისი აქტივები გაიყინა. ეს საფეხბურთო კლუბის გაყიდვის შესაძლებლობას ბლოკავს.
თუმცა, როგორც გავლენიანი გამოცემა BBC-ი იუწყება, ქვეყნის მთავრობა მზად არის ლიცენზიის გაცემა განიხილოს, რომელიც გუნდის გაყიდვის საშუალებას იძლევა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ მიღებულ თანხას აბრამოვიჩი არ აიღებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ გაყიდვა კლუბის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს.
მოგეხსენებათ, რადგანაც აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები გამოცხადდა, "არისტოკრატები" ტრანსფერებსაც ვერ განახორციელებენ და ფეხბურთელებს ახალ კონტრაქტსაც ვერ გაუფორმებენ.