ჩელსისთან თანამშრომლობა სატიტულო სპონსორმაც შეაჩერა - გუნდის მაისურზე Three-ს ლოგო აღარ ეხატება
ტელეკომუნიკაციის კომპანია Three UK-მ „ჩელსისთან“ თანამშრომლობა დროებით შეაჩერა.
„ბრიტანეთის მთავრობის მიერ „ჩელსიზე“ დაწესებული სანქციების გამო, ჩვენ „ჩელსის“ თანამშრომლობის დროებით შეჩერება ვთხოვეთ, კერძოდ - მაისურებიდან და სტადიონის ტერიტორიაზე ჩვენი ლოგოს მოშორება.
ვხვდებით, რომ ეს გადაწყვეტილება „ჩელსის“ ბევრ გულშემატკივარზე ცუდად იმოქმედებს, რომლებიც გუნდს თავდაგაკლულად ქომაგობენ.
თუმცა, შექმნილი ვითარებიდან და მთავრობის სანქციებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს სწორი ნაბიჯია.“ - აღნიშნა „ჩელსის“ სატიტულო სპონსორის წარმომადგენელმა.