ავტორიზაცია

ნეიმარსა და დონარუმას შორის ჩხუბი რეალურად მოხდა? - ბრაზილიელის კომენტარი

ნეიმარსა და დონარუმას შორის ჩხუბი რეალურად მოხდა? - ბრაზილიელის კომენტარი
თარიღი 11 Mar 2022, 12:40

ნეიმარმა უარყო ინფორმაცია ჯანლუიჯი დონარუმასთან კონფლიქტის შესახებ. მადრიდის "რეალთან" "პსჟ"-ს მარცხის (1:3) და ფრანგული გუნდის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელთა თავდამსხმელი და მეკარე კინაღამ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ინსტაგრამის სტორიში ბრაზილიელმა გამოაქვეყნა სტატიის სკრინშოტი, რომელიც აღწერს ამ მოვლენებს და დაურთო იტალიელ მეკარესთან მიმოწერის სკრინშოტი.

ჯანლუიჯიმ ბრაზილიელს დილის ამბების ბმული გაუგზავნა და დაწერა: "გამარჯობა ნეი. ბოდიში გუშინდელისთვის. ეს სიახლე მიუღებელია". ნეიმარმა მას უპასუხა:

"დამშვიდდი, ეს ფეხბურთში ხდება. ჩვენ ვართ გუნდი და შენთან ვართ. ძალიან ახალგაზრდა ხარ და ბევრ ტიტულს მოიგებ. თავი მაღლა ასწიე, მოდი გავაგრძელოთ!"

შემდეგ ბრაზილიელმა კიდევ ერთი სიუჟეტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: "მეზიზღება აქ მოსვლა და სიახლეებზე საუბარი...მაგრამ ინფორმაცია, რომელიც წინა პოსტში გამოქვეყნდა, სიცრუეა. გასახდელში ჩხუბი არ ყოფილა", - ამბობს ბრაზილიელი.

ნიცას მწვრთნელი: "პსჟ-ს ჰყავს ვერატი, ნეიმარი, მესი, დი მარია და სხვები, თუმცა მბაპეს გარეშე სულ სხვა გუნდია"