ავტორიზაცია

"სანქციები ჩელსის? რუსული ფული პრემიერ ლიგის კიდევ ორ კლუბში ტრიალებდა", - რანგნიკი

"სანქციები ჩელსის? რუსული ფული პრემიერ ლიგის კიდევ ორ კლუბში ტრიალებდა", - რანგნიკი
თარიღი 12 მარ 2022, 17:48

რალფ რანგნიკმა რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციების გამო "ჩელსიში" არსებულ ვითარებაზე ისაუბრა: "კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების იმედი მაქვს.

მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩელსიში. ეს ადამიანური ტრაგედიაა. იმედია უახლოეს დღეებში მშვიდობა იქნება. ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც მოხდა.

ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ვინმეს დადანაშაულებისას. რომან აბრამოვიჩი კლუბის მფლობელია, მაგრამ რუსული ინვესტიციები არსენალსა და ევერტონსაც ჰქონდათ.

ამიტომ, ჩელსი ერთადერთი ასეთი კლუბი არ არის. არა მარტო ჩელსიში, არამედ არსენალსა და ევერტონშიც იყო რუსი ოლიგარქების მონაწილეობა. ეს არ იყო მხოლოდ ჩელსი", - თქვა მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა.

ჩელსის ზოგიერთი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს უკვე განიხილავს