VIDEO: საბა ლობჟანიძემ გულშემატკივრებს თურქულად მიმართა
თურქული სუპერლიგის 29-ე ტურში ჰატაისპორმა ქარაგუმრუქს 3-0 მოუგო.
მატჩის 29-ე წუთზე ანგარიში ქართველმა ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია.
VIDEO: კარიერის სეზონი აქვს - ლობჟანიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა!
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ გულშემატკივრებს თურქულად მიმართა.
"შესანიშნავი მატჩი, 3 ქულა მოვიპოვეთ და 1 გოლი გავიტანე. სულ ესაა," - თქვა საბამ.
27 წლის ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში ასეთია: 30 მატჩი ჰატაისპორის მაისურით, 7 გოლი და 9 საგოლე პასი.