"მიქაუტაძე უფრო ძლიერ გუნდში გადასასვლელად მზად არის", - ბელგიური პრესა
Voetbalnieuws.be-მ მოაწყო გამოკითხვა, რომლის მთავარი გმირი იყო "სერენის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე. ბელგიურ გამოცემას აინტერესებდა ქომაგების აზრი იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ქართველი ქვეყნის რომელიმე გრანდში დამკვიდრებას.
სავარაუდო ვარიანტებად განიხილებოდა "ანდერლეხტი", "ბრიუგე", "სტანდარდი", "გენკი", "გენტი", "უნიონი" და ა.შ. გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ლიეჟელთა ლიდერი ახალი გამოწვევისთვის მზად არის.
ამის გარდა, ადგილობრივ პრესაში პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია ბელგიური გუნდის ცხრიანის სხვა კლუბში გადასვლის შესახებ. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ 21-წლის თავდამსხმელი "მეცის" საკუთრებაა.
არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ლოთარინგიელებმა მიქაუტაძე რეალურად დაიბრუნონ და განათხოვრების წესით სხვაგან აღარ გაუშვან.