ავტორიზაცია

ფოტო: რა წერილი მიწერა ლუიშ ფიგუმ შოთა არველაძეს?

ფოტო: რა წერილი მიწერა ლუიშ ფიგუმ შოთა არველაძეს?
თარიღი 16 Mar 2022, 15:59

26 მარტს გლაზგოში რეინჯერსის 150 წლისთავის აღსანიშნად საქველმოქმედო მატჩი ჩატარდება რეინჯერსის და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს შორის.

აღნიშნული მატჩის ორგანიზება საკუთარ თავზე ლუიშ ფიგუს ორგანიზაციამ აიღო, რომელიც საქველმოქმედო მატჩებს აორგანიზებს. სწორედ პორტუგალიელმა მიწერა მეილი ჰალ სიტის ქართველ მთავარ მწვრთნელს, მატჩში მონაწილეობის სურვილით. მესიჯს სოციალურ ქსელში GEO TEAM აქვეყნებს.

"ძვირფასო შოთა, ლუიშ ფიგუს ფონდი და რინჯერსის ლეგენდები ატარებენ საქველმოქმედო მატჩს გლაზგოში, 26 მარტს(აიბროქსის სტადიონზე) რეინჯერსის 150 წლის იუბილეს აღსაღნიშნად. ლუიშ ფიგუს სურს, მოგიწვიოთ ამ ღონისძიებაზე. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა დაიხარჯება როგორც ლუიშ ფიგუს ფონდის, ასევე რეინჯერსის მიერ დაგეგმილ სოციალურ პროექტებში. მგზავრობას და დაბინავებას აანაზღაურებენ ორგანიზატორები," - წერს პორტუგალიელი ლეგენდა შოთა არველაძეს.

შოთა არველაძეს შოტლანდიაში რეინჯერსის ლეგენდარულ ფეხბურთელად აღიარებენ. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გლაზგოელთა რიგებში 2001-2005 წლებში თამაშობდა.

აღნიშნულ მატჩში ლეგენდების შემადგენლობაში ითამაშებენ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ლუიშ ფიგუ, რობერტ პირესი, ჟულიო სეზარი, კაკა, ჯორჯ ჰაჯი და სხვანი.